მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვების.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.