თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინიციატივით, თუშეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების პროექტის მხარდაჭერის ფარგლებში, თუშეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისა და ტრადიციული პროდუქტის მწარმოებლებისთვის მარკეტინგში სემინარების ჩატარება დაიწყო. სემინარს 20-მდე მონაწილე დაესწრო.
სემინარის მიზანია თუშეთში არსებული ტურისტული პროდუქტის
გაყიდვების გაუმჯობესება და შუამავლებთან ურთიერთობის სწავლება.
პროექტი „თუშეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა" ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს ტრეინინგების ჩატარებას თუშეთში არსებული საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებისთვის.