გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამართველოს თანამშრომლებმა 17 ბინის ქურდობაში ეჭვმიტანილი, 33 წლის დავით ალფენიძე დააპატიმრეს.
ეჭვმიტანილის დაკავება ქურდობის ფაქტზე აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით დავით ალფენიძე გლდანი რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებდა.
მან მარტიდან სექტემბრის ჩათვლით ჩვიდმეტი საცხოვრებელი სახლი გაქურდა.
ეჭვმიტანილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თითოეულ დანაშაულზე 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველო.