საჩოგბურთო ტურნირი უიმბლდონი -2020 კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. ამის შესახებ ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნულია, რომ ტურნირი 1945 წლის შემდეგ პირველად გაუქმდა.
"იმის გათვალისწინებით,რომ მთავრობის მიერ დადგენილი ზომები რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება, მიგვაჩნია,რომ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით, რათა დავიცვათ ადამიანების რისკისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
ტურნირი ლიონდონის უბან უიმბლდონში 1877 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ის ჩოგბურთში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად მიიჩნევა.