ვენეციის კომისიის ექსპერტების აზრით, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტის რისკს ზრდის. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ შედგენილ წინასწარ მოხსენებაშია, რომელიც საბოლოო რეკომენდაციებამდე გამოქვეყნდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენის დროს მიღებული ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს დებულებას, რომლითაც პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება, საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვისთვის და ასევე საერთაშორისო შეთანხმებების გასაფორმებლად.
დეპუტატების მიერ ამ ცვლილების მიღების მიზანი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში საპრეზიდენტო უფლებამოსილებების შემდგომი შემცირება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული კონფლიქტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.
ვენეციის კომისიამ, პირველ წინასწარ მოხსენებაში, აღნიშნა, რომ ამგვარი რისკი მართლაც არსებობდა პროექტის თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებულ პირობებში.
თუმცა, ვენეციის კომისია ახალ მოხსენებაში მიიჩნევს, რომ მეორე მოსმენის დროს მიღებული ეს ცვლილება პრობლემას ვერ აგვარებს.
"მთავრობის თანხმობის საჭიროება ვერ აგვარებს და პირიქით, შესაძლოა, მან კიდევ უფრო გაზარდოს კონფლიქტების რისკი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, თუ ამ უკანასკნელს დარჩება ეს უფლებები, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში," - ნათქვამია კომისიის მოხსენებაში.
მასალის გამოყენების პირობები