ვითიბი მომხარებელს სრულ საბაკო მომსახურებას ვიდეო ბანკის გამოყენებით სთავაზობს.
ვითიბის კლიენტებს შეუძლიათ ეწვიონ საიტს https://videobank.ge/ და ბანკირთან ვიდეო ზარის განხორციელების შემდეგ, დისტანციურად მიიღონ შემდეგი მომსახურება:
- ყველა სახის გადარიცხვა და გადახდა
- ვალუტის კონვერტაცია
- ინტერნეტბანკზე რეგისტრაცია და პაროლის აღდგენა
- ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა
- საკრედიტო განაცხადის შევსება
- ანაბრის გახსნა/დახურვა
აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -დან -18:00 საათამდე.