ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის მარეგულირებელმა ორგანომ, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისიტრაციამ დაამტკიცა კორონავირუსის დამდგენი ახალი ტესტი, რომელიც ათჯერ დააჩქარებს პაციენტების ტესტირების შესაძლებლობას.
იუწყება ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი.
კორონავირუსის დასადგენი ტესტი Cobas 6800/8800 კომპანია Roche Holding AG-ის არის შექმნილი.
ახალ ტესტს დღეში 4,128 პაციენტის ტესტირება შეუძლია, ვიდრე იმ ტესტს, რომელსაც ახლა იყენებენ კორონავირუსის დასადგენად და ის დღეში 1140 პაციენტის ტესტირებას ახდენს.
გარდა ამისა, ახალი ტესტით კორონავირუსის დადგენა 4 საათში არის შესაძლებელი.
გამოცემის ცნობით, ახალი ტესტი უკვე ხელმისაწვდომია ევროპის ქვეყნებში.