უახლოეს პერიოდში, McDonald's-ი და Starbucks-ი საპილოტე პროექტს აამუშავებენ, რომლის მიხედვითაც ყავას "ჭკვიანი" ჭიქებით გაყიდიან. ჭიქებს პლასტიკური მასალისგან დაამზადებენ და ისინი გადამცემებით იქნება აღჭურვილი, რითაც ჭურჭლისთვის თვალყურის მიდევნება შესაძლებელი გახდება. პროექტის მიზანია, ჭურჭლის მრავალჯერადი მოხმარება.
როგორც bzh.life წერს, ჭიქებზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში პროექტ NextGen Cup Challenge-ს ფარგლებში მიმდინარეობდა.
კაფეში მისულ სტუმარი ჭიქაზე განთავსებული QR-კოდის სკანირებას მოახდენს, ხოლო გამოყენების შემდეგ მან ჭურჭელი სპეციალურ კონტეინერში უნდა ჩააგდოს. ჩიპი საშუალებას იძლევა მასზე მეთვალყურეობა განხორციელდეს, შემდგომ მისი გამოყენებისათვის.
იმავდროულად კოდის სკანირებით მოხდება ჭურჭლის გამოყენების რაოდენობის დათვლაც.
