რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს ტერიტორიაზე გავლით დერეფნის შექმნის წინადადებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრის სემიონ ბაღდასაროვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთს და სომხეთს ადრე თუ გვიან საერთო საზღვარი ექნებათ".
როგორც "News.am" იუწყება, დუმის დეპუტატი აღნიშნულს იმით ხსნის, რომ რეგიონში სომხეთი რუსეთის ერთადერთი პარტნიორია, ხოლო საქართველო "ნაციონალურ და რელიგიური უმცირესობის მიმართ მტრულ პოლიტიკას აგრძელებს".
"თუ საქართველო გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას, რატომ არ უნდა ვიფიქროთ დერაფნის _ აფხაზეთი-ფოთი-აჭარა-ჯავახეთი _ შექმნაზე? ამერიკა ამას დიდი ხნის წინ უკვე გააკეთებდა, ჩვენ ჯერ კიდევ მორიდებულად ვიქცევით. იმედი მაქვს, ეს მორიდება დროთა განმავლობაში გაივლის", - აღნიშნა დუმის დეპუტატმა.