საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის ე.წ. გადასასვლელი დღეს დილიდან ისევ ჩაკეტეს.
ახალგორის ე.წ. გადასასვლელის შესაძლო ჩაკეტვაზე, ინფორმაცია გუშინ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა გაავრცელა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ვადა ამოწურულია.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან გადასასვლელი მოსახლეობას 5-თვიანი იზოლაციის შემდეგ 24 იანვარს გაუხსნა.