თბილისში, ნაძალადევის რაიონიში, ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.