ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაანონსებული აქცია გადადო. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გეგმების ცვლილება ბაღდადში წუხელ მომხდარ ტრაგედიით ახსნა და სოლიდარობის ნიშნად პარლამენტს სხდომის გადადებისკენ მოუწოდა.
„ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, მინდა, საქართველოს პარლამენტს მოვუწოდო, დღეს გადაიდოს პარლამენტის სხდომა.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე ხვალ, როდესაც პარლამენტის სხდომა გაიმართება და წესით, ხვალ უნდა იყოს მომდევნო სესია, 10:00 საათზე, ჩვეულებისამებრ, ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ იმ უმსგავსობას და მოვითხოვთ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს.
მინდა, ჩვენს პარლამენტს ვთხოვო, გადადოს სხდომა ნიშნად ერთსულოვნებისა, რომ ყველა ვართ ტრაგედიის წინაშე სოლიდარული და თანაზიარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.