მაგათ პოლიტიკა ბაბუის სკივრი გონიათ, სადაც ვინმე შეიძლება ვერ დაეტიოს, - ასე ეხმიანება ფეისბუქში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“ლელოს“ სპიკერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ადგილის ვერ ხედავს.
"ხალხის გაჭირვებაზე გამდიდრებული მევახშის დაქირავებული სპიკერი TV-ში აცხადებს რომ სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავს ქართულ პოლიტიკაში. მაგათ პოლიტიკა ბაბუის სკივრი გონიათ, სადაც ვინმე შეიძლება ვერ დაეტიოს. პოლიტიკა ეს ის ასპარეზია, სადაც ხალხი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით და კონკრეტულ საქმეებზე დაფუძნებით", - წერს სააკაშვილი.