ჩემი ამოცანაა ამ უბედურებიდან და ჭაობიდან ქვეყნის გამოყვანა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას ქვეყნის ჭაობიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა აქვს.
"მე მაქვს კონკრეტული გეგმა და ვიცი, რა ხალხთან ერთად შეიძლება ამის გაკეთება, თქვენთან ერთად შეიძლება ეს ყველაფერი. ამიტომ დღეიდან დაწყებული, ჩვენ მოვემზადებით გადამწყვეტი მომენტისთვის, როდესაც დაიწყება საქართველოს სწრაფად ფეხზე წამოდგომა, დაჩოქებული მდგომარეობიდან გამოყვანა და თქვენთან ერთად ვისაუბრებ სისტემატიურად, თუ როგორ უნდა ამოვიყვანოთ საქართველო ამ უბედურებიდან და წავიდეთ წინ, საქართველოში აუცილებლად გათენდება, საქართველო აღარ იქნება დაჩოქებული, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.