საქართველო დღეს ბიძინა ივანიშვილისგან დაჩოქებულ მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა საქართველო მუხლებზე დაააჩოქა კრიმინალით.
"კრიმინალებმა დაჩოქეს ჩვენი საზოგადოების პრაქტიკულად დიდი ნაწილით, ესენი ამას აკეთებენ რეგურალურად არჩევნებზე, ყოველდღიურად ჩვენს ეზოებში და ქუჩებში, ავიწროებენ ჩვენს ახალგაზრდობას, უკლავენ მომავლის იმედს. კორუფციამ და კორუმპირებებულმა ჩინოვნიკებმა დააჩოქეს ჩვენი ბიზნესი და თითოეული მოქალაქე, ისინი არიან დამცირებულ მდგომარეობაში, დაჩოქებულ მდგომარეობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამო.
საქართველოს აჩოქებს ნებისმიერი აგრესიული ელემენტი ჩვენს სამეზობლოში, რადგან საქართველოს აღარ აქვს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება და უნარი. საქართველოს ხალხი პრაქტიკულად დააჩოქა ივანიშვილმა, დააჩოქა თავისი სიხარბით, მისი გაუტანლობით, თავისი სიძულვილის და ზიზღის თესვით საზოგადეობაში, აი, ამ დაჩოქებულ მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო", - თქვა სააკაშილმა და აღნიშნა, რომ მისი მიზანია საქართველოს ისევ ფეხზე დაყენება
"საქართველოს შეუძლია, რეგიონში იყოს ყველაზე მაგარი ქვეყანა, გარშემო ნახეთ რა ქვეყნებია, გაძეძგილი ფულით, შესაძლებლობებით, მაგრამ საქართველოს შეუძლია, ეს ყველაფერი წამოიღოს და თითოეულ ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ ამუშაოს", - თქვა სააკაშილმა.