საქართველოდან თურქეთში კუს უკანონოდ შეტანის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას თურქული მედიაზე დაყრდნობით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, თურქმა მებაჟეებმა დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში 5550 წყლის კუს შეყვანას ცდილობდა.
გავრცელებული ინფრომაციით, კუები ავტომობილის კარებში ჰყავდათ დამალული.
ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.