თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და არ მოხდება ამ დიალოგის ფარგლებში შეთანხმება, მაშინ ყველამ იცით რაც მოხდება. ანუ არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო შერეული სისტემით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს ურჩევს მმართველი გუნდის წინადადება, რომელიც პროპორციული გზით არჩეული დეპუტატების რაოდენობას 100-მდე ზრდის, გაითვალისწინონ.
"ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია ოპოზიციისთვის - ეს არის 100/50-ზე, სადაც იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ჩვენ ველოდებით უკვე კონკრეტულ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და არ მოხდება ამ დიალოგის ფარგლებში შეთანხმება, მაშინ ყველამ იცით რაც მოხდება. ანუ არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო შერეული სისტემით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვარში უნდა გაიმართოს. მოლაპარაკებების მთავარი თემა ისევ პროპორციული არჩევნები იქნება. ხელისუფლების ოპონენტებსა და მმართველ გუნდს შორის მედიატორის როლს კი, კვლავ საერთაშორისო საზოგადოება შეასრულებს.