2020 წლის 20 იანვარს 30 წელი გავიდა 1990 წლის 20 იანვრის ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიაში შევიდა, როგორც "შავი იანვარი".
ეს დღე აზერბაიჯანში ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც გლოვის დღე.
საბჭოთა ჯარმა ბაქოში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რათა ოპოზიციის მიერ წამოწყებული დემონსტრაციები ჩაეხშოთ, და რეპუბლიკაზე მოსკოვის ხელისუფლების კონტროლი აღედგინათ.
შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრანტებს გაფრთხილების გარეშე გაუხსნეს ცეცხლი.
სხვადასხვა წყაროების თანახმად, საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 131-დან 170-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა 600-ზე მეტი ადამიანი, დააპატიმრეს 2000-მდე დემონსტრანტი.
ისტორიკოსები თვლიან, რომ ბაქოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ხოცვა-ჟლეტამ კიდევ უფრო მეტად დააჩქარა „ბოროტების იმპერიის“ რღვევა.
Azertacბაქოში ასობით ათასი ადამიანი დაესწრო 20 იანვრის მსხვერპლთა დაკრძალვას. AzertacAzertacAzertacAzertacAzertacაზერბაიჯანელი ქალები გლოვობენ დაღუპულებს, 22 იანვარი, 1992 წ.
დაღუპულთა შორის იყვნენ, ქალები, ხანდაზმულები და ბავშვებიც კი.
AzertacKGB-ის სპეციალური დანიშნულების რაზმები პატრულირებენ ბაქოს ქუჩებში, 30 იანვარი, 1990 წ.აზერბაიჯანელები წვავენ კომუნისტური პარტიის ბილეთებს, 22 იანვარი, 1992 წ.საბჭოთა ჯარი ბაქოს ქუჩებში, 21 იანვარი, 1990 წ.
20 იანვრის ტრაგედია გარდამტეხი აღმოჩნდა აზერბაიჯანის ისტორიაში, რამეთუ მან სამუდამოდ შეცვალა ჩვეულებრივი ადამიანების დამოკიდებულება საბჭოთა რეჟიმის მიმართ.
სისხლიანი მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო.