საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. ინფორმაციას საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა 28 იანვარს გაიმართება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 27 იანვარს გაიხსნება და 31 იანვრამდე გასტანს.
სალომე ზურაბიშვილის გარდა ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოვა.