ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. პრემიერი ვალერი ბგანბა დანიშნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ჰაჯიმბა „თანამდებობდიდან“ 12 იანვარს გადადგა.
შეგახსენებთ, 10 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ დააკმაყოფილა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციონერი ალხას კვიცინიას საკასაციო სარჩელი.
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელახალი ე.წ. არჩევნები 22 მარტს დანიშნა.
მანამდე, 9 იანვარს, რაულ ჰაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა სოხუმში. მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს.