ოკუპირებული აფხაზეთში, სოხუმში ოპოზიციური პარტიების საპროტესო აქცია მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ. ისინი აპროტესტებენ დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასა და ხელისუფლების სხვა შტოების მოქმედებებს.
დღეს, 9 იანვარს, აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო, რომელიც 20 სექტემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხს განიხილავს.
შედეგების მიხედვით, ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია დამარცხდა და საოკუპაციო რეჟიმს სათავეში ისევ რაულ ხაჯიმბა ჩაუდგა. ამ ფაქტმა იმ დროსაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სოხუმში.
მანამდე, ოპოზიციურმა პარტიებმა მოუწოდეს მომხრეებს, 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ.