BBC-ის ინფორმაციით, რუსეთში 7 თვის ბავშვი მშობლებს აივანზე დარჩათ. ის აივანზე სუფთა ჰაერზე დაძინების მიზნით გაიყვანეს. გარდაცვლილი 5 საათის განმავლობაში -7 გრადუს ყინვაში იმყოფებოდა.
შემთხვევა ხაბაროვსკის რეგიონში მოხდა. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჰიპოთერმიაა.
სუფთა ჰაერზე ბავშვების დაძინება რუსეთში ფართოდ გავრცელებულია. ხალხში პოპულარული ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიცივეში ბავშვის დაძინება, მათ შორის, ზამთარშიც, ბავშვთა იმუნიტეტს ამყარებს და ხველისა და გაციების პრევენციაა.