ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო, ნატოს საგანგებო სხდომა მოიწვია. იტყობინება ავსტრიული გაზეთი Standart-ი.
საგანგებო სხდომა ორშაბათს, 6 იანვარს გაიმართება.
მას შემდეგ რაც, შეერთებული შტატების საჰაერო იერიშის შედეგად, ბაღდადში, ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს, ერაყმა დაარღვია შეთანხმება საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჯარების მის ტერიტორიაზე განლაგების შესახებ და უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანა მოითხოვა.
შესაბამისი რეზოლუცია ერაყის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.