დედოფლისწყაროში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაიწვა. დედოფლისწყაროს მერის ინფორმაციით, ნაძვის ხეს ცეცხლი წუხელ, დაახლოებით, 00:15 საათზე გაუჩნდა. ხანძის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
არსებობს ხანძრის გაჩენის რამდენი ვერსია. ერთ-ერთი მიხედვით, ხანძარი ფოიერვერკების ჩამოცვენილი ნაწილაკებიდან გაჩნდა, თუმცა არ გამორიცხება განათების ელექტროსადენებიდან, ან შესაძლოა მიზანმიმართულად გაუჩინა ვინმემ.