მას შემდეგ რაც თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა საპროტესტო კარვები აიღეს, პარლამენტის წინ, ატრაქციონები და გასაბერი ბატუტი დადგეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ კარვებისა და ბანერების აღებას სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
აქტივისტები ცდილობდნენ კარვები ხელახლა გაეშალათ, რასაც სამართალდამცავები წინ აღუდგნენ.
პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ ცხრა პირი დააკავა, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი და ბექა ბასილაია.
ფოტო: ნოდარ რუხაძე.