ქალაქ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან კარვებისგან გაათავისუფლა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ დასუფთავების სამსახურს, რომელსაც ტერიტორიიდან კარვები და სხვა ნივთები გაჰქონდა.
პარლამენტის წინ გაშლილი იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ კარვები და ბანერები.