2019 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სასტუმრო "ინტურისტი" 20 000 ლარით დააჯარიმა. როგორც სააგენტოს წლის შემაჯამებელ ინფორმაციაშია აღნიშნული, სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებს მონიტორინგს აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. მიმდინარე წელს, უნებართვო სამუშაოების და სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ: სასტუმრო ,,ინტურისტი“ 20 000 ლარით; სს ,,აჭარწიგნი“ 10 000 ლარით; შპს ,,ამბასადორი“ 10 000 ლარით; მემედ აბაშიძის ქ. #9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე 20 000 ლარით; მემედ აბაშიძის ქ. #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე 5 000 ლარით; მემედ აბაშიძის ქ. #50-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე 5 000 ლარით; მემედ აბაშიძის ქ. #14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე 5 000 ლარით; ირაკლი აბაშიძის ქ. #6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე 5 000 ლარით;