თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედაა დაშავებული. ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა, ჩანქირის პროვინციაში დილით მოხდა. ავტობუსში საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.