27 დეკემბერს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
ჟვანიას სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს, ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას, ქუთაისის საკრებულოს თამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი შენგელიას და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრაზე ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და აკრედიტებული პროგრამის მენეჯერმა გიორგი ემინაშვილმა რეგიონის პირველ პირებს, სკოლაში პროგრამების კუთხით არსებული სიახლეები გააცნეს. კერძოდ, ახალი აკრედიტებული - „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც სკოლა მზად არის გადაამზადოს l, ll, lll და lV რანგის საჯარო მოხელეები.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლამ ახალ პროგრამაზე აკრედიტაცია სექტემბრის თვეში მოიპოვა და უკვე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მაღალი ხარისხის სატრენინგო მომსახურებაც გაუწია.