პასპორტის მსოფლიო ინდექსის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 105 ქვეყნაში შეუძლია. განახლებული რეიტინგი საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ზე გამოქვეყნდა.

პირველი ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა
1. იაპონია, სინგაპური (190 მიმართულება)
2. ფინეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა (188)
3. დანია, იტალია, ლუქსემბურგი (187)
4. საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი (186)
5. ავსტრია, ნიდერლანდები, პორტუგალია (185)
6. ბელგია, კანადა, საბერძნეთი, ირლანდია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, შვეიცარია (184)
7. მალტა, ჩეხეთი (183)
8. ახალი ზელანდია (182)
9. ავსტრალია, ლიტვა, სლოვაკეთი (181)
10. უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, სლოვენია (180)
კომპანია Henley & Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-მდე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს.