მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. მგზავრი გადარჩა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ მგზავრი ცოცხალია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ეტაპზე მეტრო კვლავ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს“, - აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.