საქართველო შესაძლოა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი გახდეს. იტყობინება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
"ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC)პრეზიდენტის იანეზ კოჩიანჩიჩის და გენერალური მდივნის რაფაელე პანიოცის მიერ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის სახელზე გამოგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, ბორჯომსა და ბაკურიანს მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი.
2020 წლის თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრებიან ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები.
სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია EOC -ს უნდა წარუდგინოს 2020 წლის 31 ივლისამდე", - აღნიშნულია ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.