ნატომ გადაწყვიტა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზედენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნატოც მყარად არის თავის პოზიციებზე და ერთგული რჩება საქართველოს მიმართ,
"გარწმუნებთ, რომ ნატოც მყარად არის თავის პოზიციებზე. ჩვენც ერთგული ვართ საქართველოს მიმართ, მხარს ვუჭერთ და ჩვენი პოზიცია უცლელია როგორც ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ბუქარესტში 2008 წელს. ეს არის ნატომ გადაწყვიტა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ საქართველო შეასრულებს, დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენს მცდელობაში რეფორმირება მოხდეს და კრიტერიუმები იყოს დაკმაყფილებული", _ განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები