საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა და ის ადამიანები დალოცა, ვინც წვლილი შეიტანა სამების ტაძრის მშენებლობაში..
„შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა. წყალობა ღვთისა არ მოგიშალოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.