დღეიდან, 1-ელი ოქტომბრიდან, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდა. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა ყოველ ცალკეულ საქმეზე თბილისის საარჩევნო სიიდან შემთხვევითი პრინციპით 18-დან 70-წლამდე ასაკის პირთაგან შეირჩევა.
სასამართლოს შემადგენლობაში 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული იქნება.
კანონის მიხედვით ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას მხოლოდ სსკ-ის 109-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) საქმის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას.
ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე მოსამართლეს სხდომის წაყვანის ფუნქცია აქვს. იგი არ ერევა ნაფიცი მსაჯულების მუშაობაში. თუ მხარე, პროკურატურა ან დაცვა წინააღმდეგია საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ საქმეს, ნაფიცების გარეშე მოსამართლე იხილავს. ასევე, თუ მხარე წინააღმდეგია სასჯელი ნაფიცებმა განსაზღვრონ სასჯელის ზომას მოსამართლეს ადგენს.
კანონის მიხედვით ნაფიცი მსაჯული ვერ იქნება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; გამომძიებელი; პოლიციელი; პირი, რომელიც ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; სასულიერო პირი; აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე; ბრალდებული; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი; ფსიქოლოგი; ფსიქიატრი; იურისტი.
პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე: თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ; 70 წელს გადაცილებულია. სხვა შემთხვევაში ვალდებულებისაგან თავის არიდება 1000-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.