“პატრიოტთა ალიანსი” პირველ საპროტესტო აქციას 17 ნოემბერს გამართავს. როგორც პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აქცია, 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
“მოვუწოდებ ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს, მშვიდად ვიმოქმედოთ, მოვიკრიბოთ ძალები, გავერთიანდეთ. “ქართული ოცნება” 7 წელია ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს, დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითია. ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ხელისუფლების უზურპაცია. ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. კრიზისებს თვითონ იწვევენ და ქვეყანაში ქაოტურ მდგომარეობას ქმნიან. ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. ვიწყებთ საპროტესტო აქციებს”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებაა” 7 წელია ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს.
„მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება საქართველოში იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად და ხელისუფლების მისატაცებლად. გამონაკლისი არც “ქართული ოცნებაა”. 7 წელია ატყუებს ხალხს და ჰპირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს, დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითია. ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ხელისუფლების უზურპაცია. ხელისუფლების პროცესი დაწყებულია. კრიზისებს თვითონ იწვევენ და ქვეყანაში ქაოტურ მდგომარეობას ქმნიან”, -განაცხადა ირმა ინაშვილმა.