ავსტრიამ უარი უთხრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტი მედოევს „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სტაბილურობის“ კონფერენციაში მონაწილეობაზე რომელიც 7-10 ნოემბერს მიმდინარეობს, ავსტრიაში.
აღნიშნულის შესახებ იუწყება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"6 ნოემბერს, კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, კონფერენციის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით, მინისტრის მონაწილეობა შეუძლებელი იქნებოდა", - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ავსტრიის თავდაცვის ეროვნული აკადემიის თანაორგანიზებით იმართებოდა.