მეუფე იაკობი რჩება წმინდა სინოდის წევრად, - განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა.
მისი თქმით, 31 ოქტომბერს ჩაინიშნა წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც მეუფე იაკობიც დაესწრება, რადგან ის არის წმინდა სინოდის წევრი და ბოდბის მთავარეპისკოპოსი.
"მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. მეუფე იაკობი რჩება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრად. ის არის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი. მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს", - თქვა ბოტკოველმა.