ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შეიარაღებული ძალების სამხედრო მართვის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანეს, - ინფორმციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის მინისტრის ბრძანებაზე დაყრდნობით, სააგენტო „რესი“ იტყობინება.
"რეჟიმზე გადაყვანა განხორციელდა სხვადასხვა პირობებში და ტაქტიკურ სიტუაციებში ფუნქციური მოვალეობების შესრულებისას სამხედრო მმართველობის ორგანოების მზაობის შესამოწმებლად, საბრძოლო სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შესაქმნელად, დანაყოფების და სამსახურების ოფიცრები გადაყვანილი იქნენ სამხედრო პოლიგონზე“, - აღნიშულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.