სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერება თუ არ მოხდა, ნელ-ნელა მთელ საქართველოს დაიკავებენ.
როგორც სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, საქართველოს ამ პრობლემის მოგვარებაში უუნაროა.
"რუსეთის საოკუპაციო ჯარების შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის შეჩერება მარტივი გადასაწყვეტია. რუსეთმა ამ ქმედებით კიდევ ერთხელ უგულებელყო საერთაშორისო საზოგადოება. ამ პრობლემის მოგვარების მთავარი წყარო ობამას ადმინისტრაციაა. თუ ამერიკასა და რუსეთს შორის მართლაც არსებობს რამე ურთიერთობა, ახლა გამოჩნდება.", - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილის განმარტებით, ეს არაა რიგითი გენერლების გადაწყვეტილება, ეს კრემლიდან მოდის, შესაბამისად, ამ პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია.