"მიხეილ სააკაშვილი სატანისტურ განზრახვას ასრულებს", _ ამის შესახებ მწერალმა ელიზბარ ჯაველიძემ წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს იმაში გამოიხატება, რომ სააკაშვილს ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადანგურება აქვს გადაწყვეტილი. ჯაველიძის მტკიცებით, სააკაშვილი ქართველი ერის გენოციდს ახორციელებს, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით.
"სააკაშვილის სურს, გააჩანაგოს ჩვენი ქვეყანა. გაყიდა მიწა, აღარ დაგვიტოვა ტყე და ჰაერსაც გვედავება", _ აღნიშნა ჯაველიძემ და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება სააკაშვილის რეჟიმზე გამარჯვება.
კრება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.