ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვალერი ბგანბა დანიშნა.
გასულ კვირას, ხაჯინბას დე ფაქტო ინაუგურაციის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის კაბინეტი, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ბგანბას ხელმძღვანელობით გადადგა.
მოელიან, რომ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი დე ფაქტო პრეზიდენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს.