ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ვლადიმერ პუტინის სახელი ეწოდა. ამის შესახებ განაცხადა ცხინვალის ე.წ. მერმა ალან კოჩიევმა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, ცხინვალის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩას, რომელსაც აქამდე მოსკოვის ქუჩა ერქვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი დაერქვას. ეს გადაწყვეტილება, რომელიც პუტინის დაბადების დღეს იქნა მიღებული, ნიშანი ჩვენი უდიდესი მადლიერებისა", - თქვა კოჩიევმა.
ცხინვალში არის ასევე ხეივანი, რომელიც ვლადიმერ პუტინის სახელს ატარებს.