გერმანიაში პირველი მცურავი მზის ელექტროსადგური აშენდება. ინოვაციური და უპრეცენდენტო პროექტი ფრანგულ კომპანიას Ciel & Terre ეკუთვნის.
მზის ელექტროსადგური ბადენ-ვიურტემბერგში, ქალაქ რენხენის სიახლოვეს განთავსდება.
ელექტროსადგურზე დაახლოებით 2300 პანელი იქნება დამაგრებული და წელიწადში დაახლოებით 750 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
მიღებული ელექტროენერგია ახლომდებარე საწარმოს მოხმარდება.
მშენებლობა, რომელსაც გერმანული კომპანია Erdgas Südwest განახორციელებს, მომავალი წლის თებერვალში დაიწყება და მალევე, ივნისში დასრულდება.
პროექტის ავტორები და დეველოპერები ინფორმაციას ელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულების შესახებ არ ასაჯაროვებენ.