"გაზპრომი" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირებას გეგმავს. ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვისა და რუსული კომპანიის, "გაზპრომის" ხელმძღვანელის ალექსეი მილერს შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. ინფორმაცია ბიბილოვის ე.წ. პრეს მდივანი დიანა გასიევმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, 2010 წელს რუსეთის ხელისუფლებას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და "გაზპრომს" შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ 2029 წლამდე გაზიფიცირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.