მესტიის რაიონის მულახის თემის 12 სოფლის მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით მესტია-უშგულის გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეების თქმით, არ არსებობს საავტომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა.
მოსახლეობა აცხადებდა, რომ გზას მანამ არ გახსნიდნენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან, თუმცა აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირები, რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ. გუბერნატორის თხოვნით გზა გაიხსნა, თუმცა საღამოსთვის დაინიშნა შეხვედრა, რომელზეც ჟორჟოლიანი და მოწერელია მოსახლეობასთან პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.