ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან შსს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული.
ავიაციის გარდა სტიქიის ეპიცენტრში უკვე მესამე დღეა აქტიურად მუშაობს ცოცხალი ძალა. ჯამში მიმდებარე ტერიტორიაზე 250 ადამიანი იმყოფება. ხანძრის ლიკვიდაცია შესაძლოა ხვალ გამოცხადდეს.
„ქრობის პროცესში ჩართულია შსს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. დილის 6 საათიდან განახლდა ფრენები და ხანძრის კერების წყლით დამუშავება. ამასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის გამოყენებით რთული რელიეფის გაჭრა, რათა სახანძრო ავტოცისტერნება ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლონ“, - აცხადებს კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჩარკვიანი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა.