ებოლას ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რუანდამ კონგოს დემოკრატიულ რესპულიკასთან საზღვრები ჩაკეტა. იუწყება BBC-ი.
რუანდის საზღვრისპირა რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ კონგოდან ათასობით მოქალაქე ცდილობს საზღვარი გადაკვეთოს და თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფაროს.
გამოცემის ცნობით, ბოლო ერთი განმავლობაში ებოლას ვირუსს, კონგოს მჭიდროდ დასახლებულ სასაზღვრო ქალაქ გომაში, სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსით1 800 ადამიანი დაიღუპა, 2 700 კი დაინფიცირდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ებოლას ვირუსის გავრცელება მხოლოდ მეჩხერად დასახლებულ სოფლებში შეინიშნებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, კონგოში ყოველდღიურად დაახლოებით 12 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.