ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ილირ მეტასის შეფასებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დარეგულირება საერთაშორისო ინსტიტუტების საშუალებით უნდა მოხდეს.
"საერთაშორისო საზოგადოებას თავისი ინსტიტუტები აქვს. ის მოქმედებს კანონისა და რეზოლუციების შესაბამისად და ერთგულია ამ ღირებულების. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დარეგულირება შესაძლებელია სწორედ ამ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და საკანონმდებლო ჩარჩოების საშუალებით", - განაცხადა მეტასიმ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მიერ მიღებულ საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც დევნილთა საკითხებს ეხებოდა, მხარი ალბანეთმაც დაუჭირა.