უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ნიკიტა პოტურაევმა განაცხადა, რომ რუსულ ენას და რუსეთს სახელი უნდა შეეცვალიოს. მისი თქმით, რუსულ ენას უნდა ეწოდოს რუსეთის ენა, რუსეთს კი მოსკოვია.
როგორც პოტურაევმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს ერთადერთი სახელმწიფო ენა - უკრაინული, ასევე ეროვნული უმცირესობების ენები, მათ შორის რუსულიც. მისი თქმით, უკრაინული რუსული გამოეყო იმ რუსულს, რომელზეც რუსეთის მცხოვრებლები საუბრობენ - როგორც გრამატიკულად, ისე ლექსიკურად და ის დღეს სულ სხვა ენა გახდა.